როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" დღეს კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ელოდება მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.
სათასო "ელ კლასიკოში" კატალონიელებს 3 წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლებათ: რობერტ ლევანდოვსკი, პედრი გონსალესი და უსმან დემბელე. აქედან გამომდინარე, SPORT ჩავისგან შემდეგი თერთმეტეულის დაყენებას ელოდება:
მეკარე: მარკ ანდრე ტერ შტეგენი
დაცვა: რონალდ არაუხო, ჟიულ კუნდე, ანდრეას კრისტენსენი, ალეხანდრო ბალდე
ნახევარდაცვა: ფრანკ კესიე / სერხი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი
თავდასხმა: რაფინია, ფერან ტორესი, პაბლო გავი
Mundo Deportivo იდენტურ შემადგენლობას გვთავაზობს, თუმცა კატალონიურ გამოცემას ეჭვი არ ეპარება, რომ სასტარტოში სერხი რობერტო იქნება და არა - ფრანკ კესი.
შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.