1 წლის და 10 თვის წინ
ილქაი დაფრინავს - გიუნდოგანის შთამბეჭდავი მაჩვენებლები
ილქაი დაფრინავს - გიუნდოგანის შთამბეჭდავი მაჩვენებლები

"ბარსელონას" გერმანელი ნახევარმცველი, ილქაი გიუნდოგანი მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რასაც სტატისტიკური მაჩვენებლებიც ამტკიცებენ.

მართალია, "ხეტაფესთან" გუშინ გამართულ მატჩში ილქაის საგოლე მოქმედება არ მიუთვლია, თუმცა მას მაინც საკმაოდ წარმატებული შეხვედრა ჰქონდა.

გუშინ გიუნდოგანი გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი აქვს შექმნილი. ეს მან 72-ჯერ გააკეთა.

გარდა ამისა, ილქაი ერთადერთი მოთამაშეა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში, რომელმაც ყველა ტურნირზე ჯამში 100 შანსი შეუქმნა თანაგუნდელებს. 

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნახევარმცველი "ბარსამ" ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 38 მატჩში მან 5 გოლითა და 10 ასისტით გამოიჩინა თავი.


Facebook კომენტარები