9 თვის წინ
ცნობილია: რომელმა კლუბმა მიმართა ტერ შტეგენს შეთავაზებით
ცნობილია: რომელმა კლუბმა მიმართა ტერ შტეგენს შეთავაზებით

ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" გერმანელმა გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა საუდის არაბეთიდან საინტერესო შეთავაზება მიიღო.

დღეს კი ის გავარკვიეთ, თუ რომელი კლუბისგან მოდიოდა ეს შეთავაზება. Relevo-ს ინფორმაციით, 31 წლის მეკარით "ალ იტიჰადია" დაინტერესებული.

არაბული კლუბის ინტერესი მათი სპორტულით, რამონ პლანესითიაა განპირობებული, რადგან პლანესი 2018-2021 წლებში სწორედ "ბლაუგრანაში" მუშაობდა. 

გერმანელი კიპერი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, თუმცა "ალ იტიჰადის" წინადადებამ შეიძლება იგი მომავალზე მაინც დააფიქროს. გარდა ამისა, ზაფხულში "ბარსას" რამდენიმე ფეხბურთელის ძვირად გაყიდვა დასჭირდება, რასაც არაა გამორიცხული, მარკ-ანდრეც შეეწიროს.

ტერ შტეგენს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2028 წლის ივლისში ეწურება.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში გამოცდილმა მეკარემ 20 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა.


Facebook კომენტარები