logo

რატომ ინახება "ბაიერნის" მუზეუმში მესის მაისური (ფოტოები)

რატომ ინახება "ბაიერნის" მუზეუმში მესის მაისური (ფოტოები)

თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს შორის მაისურების გაცვლა ბუნებრივი მოვლენა და ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. რა გასაკვირია, რომ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი "ბარსელონას" მეგავარსკვლავის, ლიონელ მესის, მაისურია. ლეოს სათამაშო ფორმის გაცვლას ხშირად სთხოვენ და მას სამუდამოდ ინახავენ.

თუმცა იშვიათია, რომ ფეხბურთელის მაისური იმ კლუბს ჰქონდეს შენახული, რომელშიც ის არ თამაშობს. მესის კი ეს პატივიც აქვს. "ლა პულგას" მაისური მიუნხენის "ბაიერნის" მუზეუმშია დაცული. ამას თავისი ისტორია აქვს.

2012 წელს არგენტინელმა გამაოგნებელი შედეგი დააფიქსირა და 91 გოლის გატანა მოახერხა. ლეომ "რეკორდმაისტერის" ლეგენდარული თავდამსხმელის, გერდ მიულერის, რეკორდი დაამხო, რომელსაც 1972 წელს 85 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა განხორციელებული.

ამ დიდებული მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ, მესიმ, პატივისცემის ნიშნად, გერმანელ ლეგენდას საკუთარი ხელმოწერით თავისივე მაისური გაუგზავნა, რომელსაც "ბაიერნი" ინახავს.

ეს ერთადერთია საგანია მიუხენელთა მუზეუმში დაცულთაგან, რომელიც "რეკორდმაისტერს" არ უკავშირდება.


1 თვის წინ
4377 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1060
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ