ბართომეუ კურსს ცვლის - "ბარსაში" სუპერფორვარდი მოვა

ბართომეუ კურსს ცვლის - "ბარსაში" სუპერფორვარდი მოვა

მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდა ცენტრფორვარდის შეძენა წარმოადგენს, რომელიც ლუის სუარესის მემკვიდრე გახდება.

აქამდე "ბლაუგრანას" რეალურ სამიზნედ მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი ითვლებოდა, ვისაც თავადაც ძალიან სურს "კამპ ნოუზე" გადმოსვლა.

მიუხედავად ამისა, Don Balon იტყობინება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ აღებული კურსის გადახვევას გეგმავს.

წყაროს თანახმად, "ბარსას" მმართველი გერმანული "ლაიპციგიდან" ტიმო ვერნერის გადმოყვანაზე ფიქრობს.

"წითელი ხარების" ლიდერმა რამდენიმე დღის წინ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ბუნდესლიგაში თამაში აღარ სურს, რამაც "ბაიერნის" ვარიანტი გამორიცხა. საეჭვოა მისი "ლივერპულში" გადასვლაც, რადგან "წითლები" ზაფხულში დიდი ფულის დახარჯვას არ აპირებენ.

ამ ვითარებით კი კატალონიელებმა უნდა ისარგებლონ.

შეგახსენებთ, რომ ვერნერის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 60 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მის კანდიდატურას "ბარსასთვის" უფრო მომხიბლავს ხდის.

6 თვის წინ
2338 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 93
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ