1 წლის და 10 თვის წინ
კუბარსი ყველას აოცებს - რა გააკეთა პაუმ გუშინ
კუბარსი ყველას აოცებს - რა გააკეთა პაუმ გუშინ

"ბარსელონას" 17 წლის მცველი, პაუ კუბარსი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენაა. ბოლო მატჩებში "ლა მასიას" აღზრდილი ახალგაზრდა სასტარტო შემადგენლობის ლამის უცვლელ წევრად იქცა და ძალიან დამაჯერებლადაც გამოიყურება.

პაუ შესანიშნავი გახლდათ გუშინ, "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაშიც. გარდა დაცვაში ყურადღებით თამაშისა, იგი ხაზებს შორის პასებსაც დიდებულად აძვრენდა, რითაც გუნდის შეტევების წამომწყები გახლდათ.

საინტერესოა, რომ "ხეტაფესთან" მატჩში პაუმ თავი სხვა რამითაც დაგვამახსოვრა.

მართალია, პირველ ტაიმში "ბარსას" ერთადერთი გოლი რაფინიამ გაიტანა, თუმცა მან 2 რეალური მომენტიც გაატანა ქარს. ბრაზილიელი ამის გამო ძალიან გაბრაზებული გახლდათ, რასაც გასახდელისკენ მიმავალი გამოხატავდა. ის, ვინც რაფინიას დასამშვიდებლად მივიდა, 17 წლის კუბარსი გახლდათ.

ასეთ ასაკში ასეთი ლიდერული უნარების გამომჟღავნება მართლაც გამოსარჩევია. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ "ბლაუგრანას" აკადემიამ კიდევ ერთი მომავალი ვარსკვლავი აჩუქა. 


Facebook კომენტარები