logo

მესისა და რონალდუს სტატისტიკა ურთიერთშეხვედრებში

მესისა და რონალდუს სტატისტიკა ურთიერთშეხვედრებში

თანამედროვეობის ორი საუკეთესო ფეხბურთელის -  ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს - შედარება, წლებია, გულშემატკივრებს შორის მთავარი განსახილველი თემაა

არგენტინელისა და პორტუგალიელის პერსოფანებს თავიანთი კუმირების განსადიდებლად სხვადასხვა სტატისტიკები, გამორჩეული შეხვედრები, საფეხბურთო თვისებები მოჰყავთ.

ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთშეხვედრებში მათი მაჩვენებლები, სადაც "ლა პულგა" კრიშტიანუს აშკარად ჯაბნის.

მესი და რონალდუ ერთმანეთს 35-ჯერ დაუპირისპირდნენ. სრული პირადი სტატისტიკა ასეთია:

კრიშტიანუს "მანჩესტერში" თამაშისას

შეხვედრები - 3

მესი - 1 გოლი, 0 საგოლე გადაცემა, საშუალოდ 0.33 გოლი შეხვედრაში. 

რონალდუ - 0 გოლი, ნული საგოლე გადაცემა.

რონალდუს "რეალში" თამაშისას

შეხვედრები - 30

მესი - 20 გოლი, 11 საგოლე გადაცემა, საშუალოდ 0.67 გოლი შეხვედრაში

რონალდუ - 18 გოლი, 1 საგოლე გადაცემა, საშუალოდ 0.60 გოლი შეხვედრაში.

ეროვნულ ნაკრებში

შეხვედრები - 2

მესი - 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა, 0.50 გოლი შეხვედრაში

რონალდუ - 1 გოლი, 0 საგოლე გადაცემა, 0.50 გოლი შეხვედრაში.

მთლიანობაში მოგება-წაგების ბალანსი არგენტინელის სასარგებლოდაა 16 მოგება 10 მარცხის წილ, 9 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

ერთმანეთთან დაპირისპირებებში "ლა პულგა" გოლს ყოველ 89 წუთსა და 44 წამში გოლს ან ასისტს აკეთებს, უფრო კონკრეტულად კი ყოველ 138 წუთსა და 41 წამში შედეგიან დარტყმას ახორციელებს, 254 წუთსა და 14 წამში კი საგოლე გადაცემას აკეთებს. 

რონალდუს შემთხვევაში ეს მაჩვენებლები ასეთია: გოლი ან ასისტი ყოველ 145 წუთსა და 39 წამში, გოლი ყოველ 153 წუთსა და 19 წამში, საგოლე გადაცემა - ყოველ 2913 წუთში.

თანამედროვე ფეხბურთის ორი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის დაპირისპირება 2017-18 წლების სეზონში შედგა, როცა კრიშტიანუ ჯერ კიდევ "რეალის" ღირსებას იცავდა. ის შეხვედრა 2-2 დასრულდა, მესიმა და რონალდუმ კი თითო გოლის გატანა შეძლეს.


1 თვის წინ
3018 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1060
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ