რა ხდება რაკიტიჩთან დაკავშირებით - დეტალები ცნობილია

რა ხდება რაკიტიჩთან დაკავშირებით - დეტალები ცნობილია

როგორც MD იტყობინება, შესაძლოა უახლოეს მომავალში "ბარსელონასა" და "ტოტენჰემს" შორის გაცვლა ვიხილოთ.

მოგეხსენებათ, კატალონიელები ნახევარმცველის შეძენით არიან დაინტერესებულები, ერთ-ერთ ვარიანტად, სწორედ "დეზების"  23 წლის ფეხბურთელს, ტანგუი ნდომბელეს განიხილავენ.

რაც შეეხება "ტოტენჰემს", პრესას თუ დავეყრდნობით, "თეთრები" რაკიტიჩის შეძენას უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავენ.

ასე რომ, ამ ყველაფრის ფონზე ამგვარი გარიგება, ორივე გუნდისთვის ნამდვილად ოპტიმალურია.

ცნობისათვის, ხორვატი ფეხბურთელი კატალონიელთა ღირსებას 2014 წლიდან იცავს.

6 თვის წინ
432 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 6
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ