როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Calciomercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანა” “ბრაიტონის” ამჟამინდელი თავკაცის, რობერტო დე ძერბის დამატებით ინტერესდება.
რობერტო აღნიშნულ შემოთავაზებაზე თანახმაა, თუმცა ორი მოთხოვნა აქვს. იტალიელ სპეციალისტს, მისი გუნდში დანიშვნის შემთხვევაში “ნაპოლის” ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს. ასევე მოითხოვს "ევერტონის" ბელგიელი ნახევარმცველის, ამადუ ონანას ტრანსფერის განხორციელებასაც.
მოარული ხმების მიხედვით, "ბლაუგრანამ" ონანას გადაბირებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. რაც შეეხება კვარას, ქმედითი ნაბიჯები კატალონიელებს ჯერ არ გადაუდგამთ.
ცნობისთვის, “ბარსელონა” დე ძერბის გარდა კიდევ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე.