რაფინია ჩავის ახალი სისტემით ბედნიერი არ არის, - იუწყება SPORT.
საქმე ეხება ოთხნახევარმცველიან სქემას, რომელიც "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა უკანასკნელ კვირებში დაგეგმა და თითქმის ყველა მატჩს ასეთი ტაქტიკით ატარებს.
მართალია, ბრაზილიელს სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ უსმან დემბელე ტრავმირებულია. როცა ფრანგი გარემარბი მწყობრში გახლდათ, რაფინიას ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან უწევდა მატჩების დაწყება.
წყაროს თანახმად, 26 წლის შემტევის სიტუაციას თვალს "ნიუკასლ იუნაიტედი" ადევნებს. ზაფხულში "კაჭკაჭები" ეცდებიან, რომ ახალგაზრდა გარემარბი "სენტ ჯეიმს პარკზე" გადაბარგებაზე დაითანხმონ.
მიმდინარე სეზონში რაფინიამ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 34 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 9 ასისტი.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელში "ბარსამ" "ლიდს იუნაიტედს" 58 მილიონი ევრო გადაუხადა.