ჰანსი ფლიკის აგენტი პინი ზაჰავი ჟოან ლაპორტას შეხვდა, - იუწყება Mundo Deportivo. ისრაელელმა აგენტმა ბარსელონაში უკანასკნელი რამდენიმე დღე გაატარა. როგორც ირკვევა, "ბარსელონას" პრეზიდენტსა და მისი შეხვედრა რესტორანში არ შემდგარა, რათა პრესის ყურადღება თავიდან ყოფილიყო აცილებული.
წყაროს თანახმად, ზაჰავი მხარეთა პოზიციების დაახლოვებას ცდილობს, რათა მოვლენები ფლიკისთვის სასურველი სცენარით განვითარდეს. 59 წლის სპეციალისტი "ბლაუგრანას" ჩაბარების პერსპექტივას დადებითი თვალით უყურებს.
პინი გახლავთ კიდევ ერთი კანდიდატის, თომას ტუხელის აგენტიც, თუმცა პრიორიტეტულად ახლა ის "ბარსაში" ჰანსის მიყვანას განიხილავს.
ამ მომენტისთვის "ლურჯ-ბროწეულისფერნი" სიმშვიდეს ინარჩუნებენ. ლაპორტას ფლიკი მოსწონს, მაგრამ იცის, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, ამიტომ აჩქარება არ ღირს.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა სპეციალისტმა მიუნხენის "ბაიერნს" 2020-2021 წლებში 7 ტიტული მოაგებინა. ბოლოს იგი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში და "მანშაფტი" 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.