logo

ნეიმარის უარი "პსჟ-ს" - "ბარსელონამ" უნდა იმოქმედოს

ნეიმარის უარი "პსჟ-ს" - "ბარსელონამ" უნდა იმოქმედოს

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, თუმცა ამ გადმოსახედიდანაც ჩანს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი საგა კვლავ ნეიმარ ჟუნიორის გარშემო დატრიალდება.

28 წლის გარემარბს ისევ სურს "კამპ ნოუზე" დაბრუნება და თავის მხრივ "ბარსელონა" მისი ოცნების ასრულებას გეგმავს.

ამასთან დაკავშირებით Mundo Deportivo წერს, რომ ნეიმ "პარის სენტ-ჟერმენის" ზღაპრული წინადადებაც კი უარყო. 

საქმე იმაში გახლავთ, რომ პარიზელებთან ახალ კონტრაქტზე ხელისმოწერის სანაცვლოდ, ნეიმარს 100 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსს სთავაზობენდნენ, თუმცა მან ამაზე უარი თქვა.

წყაროს თანახმად, ნეიმარს სურს გარანტიები, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" მისთვის მართლაც იბრძოლებენ, რადგან იგი პრაქტიკულად თავადვე იჭრის უკან დასახევ გზას.

4 თვის წინ
1662 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 487
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ