2 თვის და 1 კვირის წინ
კლოპი თუ ფლიკი - კოუტინიოს "ბარსას" შემდეგ მწვრთნელზე ჰკითხეს
კლოპი თუ ფლიკი - კოუტინიოს "ბარსას" შემდეგ მწვრთნელზე ჰკითხეს

"ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს, ფილიპე კოუტინიოს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მომდევნო მთავარი მწვრთნელის შესახებ ჰკითხეს აზრი. ბრაზილიელ ნახევარმცველს არჩევანი ორ გერმანელ სპეციალისტს შორის დაუსახეს.

"რომელი სჯობია "ბარსასთვის" - კლოპი თუ ფლიკი? ისინი დიდებული სპეციალისტები არიან. ორივეს ხელმძღვანელობით მივარჯიშია, ორივესთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა და ორივეს გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობდა.

ისინი მსოფლიოს ნებისმიერი გუნდისთვის სასურველი კანდიდატები იქნებოდნენ. რომელი მათგანი უფრო შეეფერება "ბარსელონას"? არ ვიცი, მაგრამ ადაპტაცია ორივეს შეუძლია. ჩვენ ვსაუბრობთ ორ უმაღლესი დონის მწვრთნელზე, რომლებიც მსოფლიოში ყველა გუნდს მოუხდებოდნენ.

ფეხბურთი მუდამ იცვლება, სათამაშოდ ახალი გზები ჩნდება. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია," - განაცხადა კოუტინიომ.

შეგახსენებთ, რომ ფილი კლოპთან "ლივერპულში", 2015-2018 წლებში მუშაობდა, ფლიკთან ურთიერთობის გამოცდილება კი მიუნხენის "ბაიერნიდან" აქვს, სადაც 2019/2020 წლების სეზონი გაატარა და ტრიპლეტი მოიგო.

"ბარსელონაში" ახლა ჰანსის ხილვა გაცილებით რეალური პერსპექტივაა, რადგან როგორც ითქვა, იურგენი სამწვრთნელო საქმიანობისგან ერთწლიან პაუზას იღებს.


Facebook კომენტარები