1 წლის და 10 თვის წინ
იამალის ტრანსფორმაციის ამბავი - "ბარსა" გეგმას მისდევს
იამალის ტრანსფორმაციის ამბავი - "ბარსა" გეგმას მისდევს

მიმდინარე სეზონში ლამინ იამალის კუნთოვანი მასა 7 კილოგრამით გაიზარდა, - იუწყება Mundo Deportivo.

კატალონიური გამოცემის თანახმად, "ბარსელონამ" 16 წლის შემტევს სპეციალური გეგმა შეუმუშავა, რომელსაც იგი ზედმიწევნით მისდევს. სწორედ ამის ხარჯზე მოხდა ლამინის სხეულზე ცხიმის შემცველობის მაქსიმალურად შემცირება.

გარდა ამისა, იამალი ახლა იმაზე 2,5 სანტიმეტრით მაღალია, ვიდრე სეზონის დაწყებისას იყო.

"ბლაუგრანაში" ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა შემტევის სიმაღლე 1.80 მეტრამდეც მიაღწევს.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" ფიქრობენ იამალის მომდევნო კონტრაქტზეც. 2025 წელს, როცა იგი სრულწლოვანი გახდება, ესპანელი სუპერტალანტი კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში ლამინმა 5 გოლი და 7 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები