1 წლის და 10 თვის წინ
"ბარსას" ტრავმირებულები - ვის დაბრუნებას ელიან კლუბში
"ბარსას" ტრავმირებულები - ვის დაბრუნებას ელიან კლუბში

"ბარსელონა" ნელ-ნელა ფორმას კრეფს. კატალონიელებმა ლა ლიგაში ბოლო 5-დან 4 მატჩი მოიგეს და სატურნირო ცხრილში პოზიციები გაიუმჯობესეს, დადებითი დინამიკა კი ქომაგს იმედს ჩემპიონთა ლიგისთვისაც უჩენს.

ცხადია, ტრავმირებულების დაბრუნება "ბლაუგრანასთვის" ახლა მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა. ლაზარეთში ამჟამად 4 მოთამაშეა, რომელთა მდგომარეობაზეც Tribuna.com-მა დაწერა.

ყველაზე მძიმე ტრავმები პაბლო გავისა და ალეხანდრო ბალდეს "ერგოთ", რომლებისთვისაც სეზონი უკვე დასრულებულია. მათ დაბრუნებას პრესეზონისთვის უნდა ველოდოთ.

რაც შეეხებათ მარკოს ალონსოსა და ფერან ტორესს, ესპანელებს მოედანზე მალე ვიხილავთ.

განსაკუთრებით ეს ფერანზე ითქმის, რომელმაც შეიძლება მონაწილეობა ლა ლიგის მომდევნო ტურის მატჩშიც მიიღოს. "ბარსა" გასვლაზე ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება, 24 წლის ფორვარდს კი წესით შანსი უნდა მიეცეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ სერხი რობერტო, ორიოლ რომეუ და ჟოაუ ფელიქსი გუნდს სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდნენ.


Facebook კომენტარები