9 თვის წინ
"ბარსა" სათადარიგო მეკარეზე ფიქრობს - მთავარი კანდიდატი
"ბარსა" სათადარიგო მეკარეზე ფიქრობს - მთავარი კანდიდატი

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონაში" ახლა სათადარიგო მეკარეზე ფიქრობენ. კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, კვლავ ინიაკი პენიას ენდოს თუ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს სხვა რეზერვისტი მოუნახოს.

ჯერჯერობით უცნობია, ესპანელი კიპერი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს, მეტი სათამაშო დროის მისაღებად გაშვებას მოითხოვს თუ არა.

წყაროს თანახმად, თუ "ბლაუგრანა" მეკარის დამატებას გადაწყვეტს, მთავარი სამიზნე რომის "ლაციოდან" "ალმერიაში" განათხოვრებული ლუის მაქსიმიანო იქნება. იგი კატალონიელებს ძალიან მოსწონთ.

საინტერესოა, რომ მაქსიმინიანოთი "ბარსა" რამდენიმე სეზონის წინაც ინტერესდებოდა. მაშინ იგი "გრანადას" ღირსებას იცავდა. რაც შეეხება "ლაციალეს", რომაელებს 25 წლის პორტუგალიელის შენარჩუნება არ უნდათ.

ასევე გაიჟღერა დავიდ დე ხეას გვარმაც, მაგრამ არ ვიცით, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" იგი რეალურად სურთ თუ არა. გარდა ამისა, დავიდს სათადარიგოობა წესით არ უნდა უნდოდეს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ინიაკიმ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაუშვა 32 გოლი და კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა.


Facebook კომენტარები