ჩავი ერნანდესმა "ბარსელონადან" წასვლა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიფიქროს, - იუწყება El Chiringuito-ს ჟურნალისტი ხოსე ალვარესი.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელის გარემოცვაში ამბობენ, რომ ფეხბურთში არასდროს იცი, თუ რა მოხდება.
ხოსეპ პედრეროლის თქმით, "ბლაუგრანაში" ჟორდი კრუიფის დაბრუნება ჩავის დარჩენასთან კიდევ უფრო მიაახლოვებდა. თუ ჟოან ლაპორტა კლუბის სპორტული დირექტორის, დეკუს ნდობით აღჭურვას გააგრძელებს, "მაესტრო" თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ ჩავიმ სეზონის შემდეგ თავისი თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება 27 იანვარს გამოაცხადა. მას მერე "ბარსამ" ლა ლიგაში შესაძლო 15 ქულიდან 13 აიღო, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში კი "ნაპოლისთან" ფრე ითამაშა.
44 წლის სპეციალისტს რამდენჯერმე ჰკითხეს, რომელიმე ტურნირის მოგება ხომ არ იმოქმედებდა მის პოზიციაზე, თუმცა ერნანდესის პასუხი ყოველთვის უარყოფითი გახლდათ.