1 წლის და 10 თვის წინ
საბოლოო სიაში 4 მწვრთნელია - "ბარსა" ძიების ბოლო ფაზაში
საბოლოო სიაში 4 მწვრთნელია - "ბარსა" ძიების ბოლო ფაზაში

"ბარსელონა" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიების უკანასკნელ ფაზაში შევიდა, - იუწყება Sport.

ესპანური გამოცემის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" საბოლოო სიაში 4 კანდიდატია:

ჰანსი ფლიკი 

რობერტო დე ძერბი

იულიან ნაგელსმანი

თომას ტუხელი

ჩამოთვლილთაგან ფლიკი ახლა უმუშევარია, ტუხელს "ბაიერნი" სეზონის ბოლოს გაათავისუფლებს, ნაგელსმანს კი გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი ევრო 2024-ის ჩათვლით აკავშირებს. ერთადერთი, ვისაც ზაფხულში არჩევნის თავისუფლება არ მიეცემა, დე ძერბია.

იტალიელმა სპეციალისტმა იცის, რომ ერთადერთი გზა, რომელიც "ბარსამდე" მიიყვანს, "ბრაიტონისგან" გათავისუფლების წერილის გამოთხოვაა, რადგან კლუბს მისი კონტრაქტის 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის სახსრები არ გააჩნია.

"ბარსელონას" ჩაბარების ყველაზე დიდ შანსს გამოცემათა უმეტესობა ფლიკს ანიჭებს. გერმანელის შანსს ზრდის ისიც, რომ მისი აგენტი, პინი ზაჰავი, ჟოან ლაპორტას ახლო მეგობარია და პრეზიდენტთან მორიგება არ უნდა გაუჭირდეს.


Facebook კომენტარები