"ბარსელონაში" იმედოვნებენ, რომ "ელ კლასიკომდე" მადრიდის "რეალი" 2 ქულას მაინც დაკარგავს, - იტყობინება Mundo Deportivo.
"სამეფო კლუბი" კატალონიელებს ახლა 8 ქულით უსწრებს. თუ "თეთრებს" მართლაც დაუცდებათ ფეხი და "კლასიკოს" "ბლაუგრანა" მოიგებს, გუნდებს შორის სხვაობა 3 ქულამდე დავა, რაც საჩემპიონო რბოლას გააცოცხლებს.
საგულისხმოა, რომ "რეალისა" და "ბარსელონას" მატჩამდე ჩემპიონატის ლიდერებს გაცილებით უფრო მარტივი კალენდარი აქვთ.
"რეალი" ხვდება: "ვალენსიას" (გასვლა), "სელტას" (სახლი), "ოსასუნას" (გასვლა), "ბილბაოს" (სახლი), "მალიორკას" (გასვლა)
შედარებისთვის, "ბარსელონას" მეტოქეთა სიაში ბილბაოს "ატლეტიკი" და მადრიდის "ატლეტიკო" არიან, რომლებთან გუნდს სტუმრობა მოუწევს. გარდა ამისა, ჩავის ბიჭებმა "კადისის" სტადიონზეც უნდა გაიმარჯვონ.
"ბლაუგრანაში" ახლა იმედი აქვთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუმდე" უდანაკარგოდ მიაღწევენ, იქ კი ყველაფერს გააკეთებენ, რათა "რეალს" 3 ქულამდე მიუახლოვდნენ.
ცნობისთვის, მომდევნო "ელ კლასიკო" 24 მარტსაა ჩანიშნული.