2 წლის და 7 თვის წინ
თუ არც "ნაიკი" და არც "პუმა" - "ბარსას" სათადარიგო ვარიანტი
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, უკვე ათეულობით წლებია “ბარსელონას” მაისურებს Nike კერავს, თუმცა წლის ბოლოს აღნიშნული კომპანიისა და “ლურჯ-ბროწეულისფერების” თანამშრომლობა შეწყდება.
ამ ეტაპზე სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბლაუგრანას” ახალი სპონსორი Puma იქნება.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Jijantes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” თუ Puma-სთან ხელშეკრულებას ვერ გააფორმებს, Hummel-თან დაიწყებს საუბარს.
ცნობისთვის, “ბარსელონა” აღნიშნული შეთანხმების შემთხვევაში 300 მილიონ ევროს მიიღებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ