რაში დაარწმუნა ჩავიმ გვარდიოლა 2008 წელს

რაში დაარწმუნა ჩავიმ გვარდიოლა 2008 წელს

"ბარსელონას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა აღიარა, რომ "ბლაუგრანაში" სამუელ ეტოოს დამატებით ერთი წლით დარჩენა მისი დამსახურება გახლდათ.

ეს ამბავი მაესტრომ თავად კამერუნელ ფორვარდთან ერთად, ინსტაგრამის ლაივ ჩართვაში განიხილა.

"საბედნიეროდ, შენ დარჩი, რადგან წასვლასთან ახლოს იყავი." - უთხრა "ალ სადის" თავკაცმა ვეტერან შემტევს.

"ნუ, ამას შენ უნდა გიმადლოდე, რადგან პეპს სთხოვე, რომ დავეტოვებინე." - მიუგო სამუელმა.

"ჩვენ უნდა დაგვერწმუნებინა პეპი ამაში, რადგან გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყავი." - დაამატა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ეტოოს ბოლო სეზონში კატალონიელებმა ტრიპლეტი მოიგეს, მაგრამ 2009 წლის ზაფხულში "ბარსამ" ის მაინც მილანის "ინტერში" გაუშვა.

6 თვის წინ
748 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 6
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ