3 წლის და 2 თვის წინ
ცვლილებები "კლასიკოსთვის" - ესპანელი ჟურნალისტის ახალი ცნობები
ავტორი
Aa
Diario AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა "ელ კლასიკოში" "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობა ივარაუდა:
ტერ შტეგენი - არაუხო, კუნდე, ალონსო, ბალდე - ბუსკეტსი, დე იონგი, კესიე - რაფინია, ფერანი, გავი
თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ანდრეას კრისტენსენი დღევანდელ მატჩს ძირითადი თერთმეტეულიდან ვერ დაიწყებს. ამის მიზეზი კოჭის ტკივილია.
მიგელის თქმით, დანიელ უკანახაზელს არა ერიკ გარსია, არამედ მარკოს ალონსო ჩაანაცვლებს. ჩავი არჩევანს ალონსოზე მისი სიმაღლის გამო გააკეთებს.
რაც შეეხება რონალდ არაუხოს, იგი მარჯვენა მცველის პოზიციაზე დადგება. ურუგვაელი ფეხბურთელის მთავარი მოვალეობა დღეს ვინისიუს ჟუნიორის შეჩერება იქნება.
შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ბარსას" სათასო დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
7 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
7 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი