8 თვის და 4 კვირის წინ
ვინ მიდის და ვინ მოდის - ცვლილებები დაცვის ფლანგებზე
ვინ მიდის და ვინ მოდის - ცვლილებები დაცვის ფლანგებზე

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას "ბარსელონა" დაცვის ფლანგების შესაცვლელად გამოიყენებს, - იუწყება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, გადაწყვეტილია, რომ სერხი რობერტოსა და მარკოს ალონსოს კლუბი ახალ კონტრაქტს არ გაუფორმებს და ისინი "ბლაუგრანას" დატოვებენ. მაშასადამე, შემადგენლობას 1 მარჯვენა და 1 მარცხენა მცველი მოაკლდება.

"ბარსა" ძალიან კმაყოფილია "ლა მასიას" აღზრდილი ჰექტორ ფონტით, რომელსაც ორივე ფრთაზე შეუძლია თამაში. მომდევნო სეზონში მას პირველ გუნდში უფრო მეტი შანსი მიეცემა.

პრესეზონზე თავიანთ შანსს მიიღებენ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მიერ იჯარით გაშვებული ფლანგელები. ხულიან არაუხო ("ლას პალმასი") და ალექს ვალე ("ლევანტე") წინასასეზონო შეკრებას გუნდთან ერთად გაივლიან, მათ მომავალს კი ახალი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს.

გარდა ამისა, "ბარსელონას" რადარზეა მადრიდის "ატლეტიკოს" უნივერსალი, მარიო ერმოსო. ესპანელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.

რაც შეეხება ჟოაუ კანსელუს, კატალონიელებმა მისი "მანჩესტერ სიტიდან" გამოსყიდვა გადაწყვიტეს. "ბლაუგრანაში" დარჩენა სურს თავად პორტუგალიელ ფეხბურთელსაც.


Facebook კომენტარები