1 წლის და 11 თვის წინ
"ბარსელონა" იანვარში ძველი სამიზნის დამატებას ცდილობდა
ავტორი
Aa
"ბარსელონას" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე სოფიან ამრაბატის დამატება სურდა, - იუწყება ფაბრიციო რომანო.
იტალიელი ჟურნალისტის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" "ფიორენტინასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის არსებული საიჯარო შეთანხმების გაწყვეტის შესაძლებლობაზე იკითხეს, თუმცა მანჩესტერიდან ამაზე უარი ითქვა.
არადა, "წითელი ეშმაკებიდან" მაროკოელი ნახევარმცველის ტოსკანაში დაბრუნება "ბარსას" ხელ-ფეხს გაუხსნიდა, რომ ის სეზონის დასრულებამდე ენათხოვრა.
27 წლის ნახევარმცველით "ბლაუგრანა" ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში ინტერესდებოდა, მაგრამ სატრანსფერო ბრძოლა მაშინ "ემიუმ" მოიგო.
უნდა ითქვას, რომ ამრაბატის მანჩესტერული კარიერა წარუმატებლად მიმდინარეობს. პრემიერ ლიგაში მას სულ 7 მატჩი აქვს ნათამაშები და თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი