9 თვის და 4 კვირის წინ
გვარდიოლას რჩევა ლაპორტას - ვინ უნდა ჩაიბაროს "ბარსელონა"
გვარდიოლას რჩევა ლაპორტას - ვინ უნდა ჩაიბაროს "ბარსელონა"

ჟოან ლაპორტამ "ბარსელონას" მომდევნო მთავარ მწვრთნელზე აზრი ხოსეპ გვარდიოლას სთხოვა, - იუწყება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, "მანჩესტერ სიტის" მესაჭემ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტს თანამდებობაზე "ბრაიტონის" თავკაცის, რობერტო დე ძერბის დანიშვნა ურჩია.

გვარდიოლა იტალიელი სპეციალისტის დიდ გულშემატკივრად მიიჩნევა. მას რობერტოსადმი სიმპათიები ინტერვიუებშიც ხშირად გამოუხატავს და ბევრი ფიქრობდა კიდეც, რომ "სიტიში" პეპის მემკვიდრე სწორედ დე ძერბი იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, "თოლიების" დამრიგებელი ახლა "ბლაუგრანასთან" გაცილებით ახლოსაა.

ის, რაც დე ძერბიმ უნდა გააკეთოს, "ბრაიტონისგან" გათავისუფლების წერილის მოთხოვნაა, რადგან სხვანაირად "ბარსა" მასთან ვერ ითანამშრომლებს. 42 წლის მწვრთნელის კონტრაქტის გამოსყიდვა 15 მილიონი ევრო ღირს, ამ თანხის გადახდის ფუფუნება კი კატალონიელებს არ აქვთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ რობერტო "თოლიებს" 2022 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს. იქამდე ის "შახტარსა" და "სასუოლოს" წვრთნიდა.


Facebook კომენტარები