3 წლის და 2 თვის წინ
"ამით ბედნიერი ვარ" - ბუსკეტსის კომენტარი "კლასიკოს" შემდეგ
"ამით ბედნიერი ვარ" - ბუსკეტსის კომენტარი "კლასიკოს" შემდეგ

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი, რომელშიც "ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" მოუგო, ანგარიშით 0:1.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებული "ელ კლასიკოს" ერთადერთი გოლი ედერ მილიტაომ საკუთარ კარში შეაგდო.

სხვათა შორის, "ბლაუგრანას" კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი დღეს გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი "კლასიკო" აქვს ნათამაშები. სერხიო "სამეფო კლუბს" კარიერაში 46-ჯერ დაუპირისპირდა.

ამ და სხვა საკითხების შესახებ ბუსკეტსმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტ "კლასიკოში" აქვს მონაწილეობა მიღებული.

ეს გამარჯვება თავდაჯერებას გვაძლევს, რადგან ზედიზედ ორი მატჩი გვქონდა წაგებული. ძალიან კარგად ვიბრძოლეთ.

თანაგუნდელები ერთმანეთს ვეხმარებოდით. მსგავსი გამარჯვებები გუნდის საბრძოლო სულს აძლიერებს," - თქვა ბუსკეტსმა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი ჯახი 6 აპრილს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.


Facebook კომენტარები