7 თვის წინ
რა სჭირთ დე იონგსა და პედრის - კატასტროფული ამბები
რა სჭირთ დე იონგსა და პედრის - კატასტროფული ამბები

გარდა იმისა, რომ ბილბაოს "ატლეტიკთან" ნათამაშები ფრით "ბარსელონამ" ლა ლიგისთვის ბრძოლის დაძაბვის შანსი ქარს გაატანა, "სან მამესზე" კატალონიელებმა ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელიც დაკარგეს, ფრენკი დე იონგისა და პედრის სახით.

ელენა კონდისის ინფორმაციით, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა სტადიონი ორთოპედიური ფეხსაცმლითა და ყავარჯნებით დატოვა. მას მარჯვენა კოჭი აქვს გადაბრუნებული.

რაც შეეხება პედრის, კლუბის ავტობუსში ის ტირილისგან თვალებჩასიებული ავიდა. მას დაზიანება მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთზე აღენიშნება.

RAC1-ს თუ დავუჯერებთ, 22 წლის ესპანელს ოპერაციის გაკეთება არ უნდა, რადგან მას სურს, რომ სეზონის დამთავრებამდე დაბრუნება მოასწროს.

გონსალესის "ნაპოლისთან" თამაში თითქმის გამორიცხულია, ფრენკიზე კი გარკვეული შანსი არსებობს, თუმცა არც ისე დიდი. 

ასე და ამგვარად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს "ბარსა" უდიდესი დანაკლისით შეხვდება, რაც ჩავის გეგმებს დიდ ზიანს აყენებს.


Facebook კომენტარები