logo

"ბარსელონამ" "ჩელსი" დატროლა [ვიდეო]

"ბარსელონამ" "ჩელსი" დატროლა [ვიდეო]

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ზუსტად 11 წელი გავიდა იმ ისტორიული მატჩიდან, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 2008-09 წლების სეზონის გათამაშების ეგიდით გაიმართა.

იმ ეპოქალურ მატჩში "ბარსელონა" ლონდონის "ჩელსის" "სტემფორდ ბრიჯზე" ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში დაუპირისპირდა.

პირველი თამაში "კამპ ნოუზე" უგოლო ფრით დასრულდა, ამიტომ კატალონიელებს შედეგიანი ყაიმი ხელს აძლევდათ.

მთელი მატჩის განმავლობაში "ბლაუგრანა" მაიკლ ესიენის გატანილი გოლით მარცხდებოდა, თუმცა შეხვედრის უკანასკნელ წამზე ანდრეს ინიესტამ საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და "ბარსა" ფინალში გაიყვანა.

"ლურჯ-ბროწეულისფერების" ოფიციალურმა არხმა დღეს ამ გოლის 10 საათიანი ვერსია განათავსა იუთუბზე, რაც ქომაგებმა უკვე მონათლეს "ჩელსის" დატროლვად.

იხილეთ ვიდეო

3 თვის წინ
396 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 588
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი