ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც დეკუს მოსწონს, ჟორჟინიაო, - იუწყება SPORT.
იტალიელ ნახევარმცველს ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, იგი "ბარსელონას" სიამოვნებით შეუერთდება.
არადა, ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაიწერა, რომ "მეთოფეები" ჟორჟინიოსთან კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებაზე ფიქრობენ.
ლონდონელთა ამ პოზიციის მიზეზი 30 წლის შუახაზელის ბრწყინვალე თამაშია. ჟორჟინიო "ლივერპულთან" და "ნიუკასლთან" მოგებულ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და გუნდის ბოლოდროინდელი წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელიცაა.
აღსანიშნავია, რომ "ბარსას" კონკურენცია შეხვდება სერია ა-დანაც. გამოცდილ ნახევარმცველს ხშირად უკავშირებენ "იუვენტუსსა" და "ლაციოსს".
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში ჟორჟინიომ 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.