2 წლის და 1 თვის წინ
გაირკვა: რას ფიქრობს ლუჩო "ბარსელონაში" დაბრუნებაზე
ავტორი
Aa
ესპანურ პრესაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" სპორტულ დირექტორს, დეკუს გუნდის მომდევნო მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკეს ხილვა სურდა.
ამავე ცნობების მიხედვით, პორტუგალიელის სულისკვეთებას იზიარებდა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტაც.
აღნიშნულს დღეს ფრანგული L'Equipe გამოეხმაურა. წყაროს თანახმად, "პარი სენ ჟერმენის" მესაჭეს "ბლაუგრანაში" დაბრუნების სურვილი არ გააჩნია.
პარიზში ლუჩო ხელმძღვანელობისგან დიდ ნდობას გრძნობს. იგი იმ პროექტის სათავეში უნდა იყოს, რომელსაც საფუძველი კილიან მბაპეს "პარკ დე პრენსიდან" აბარგების შემდეგ ჩაეყრება.
შეგახსენებთ, რომ ენრიკე "პსჟ-ს" დამრიგებელი 2023 წლის ზაფხულს გახდა. მის ხელში გუნდი ლიგა ერთს დამაჯერებლად ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლასთანაც ახლოსაა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი