1 თვის და 3 კვირის წინ
დე ძერბი მთავარი კანდიდატია - უახლესი ცნობები Marca-სგან
დე ძერბი მთავარი კანდიდატია - უახლესი ცნობები Marca-სგან

რობერტო დე ძერბის "ბარსელონაში" ჩავის შეცვლის ყველაზე დიდი შანსი აქვს, - იუწყება Marca.

"ბრაიტონს" იტალიელი სპეციალისტის შენარჩუნება სურს. წყაროს თანახმად, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ნოემბერში დაიწყო, თუმცა შეთანხმება არ მომხდარა.

დე ძერბიმ იცის "ბლაუგრანას" ინტერესის შესახებ და არ ჩქარობს.

უმთავრესი, რატომაც "თოლიებს" დე ძერბის ხელშეკრულების განახლება სურთ, მისი გამოსასყიდი თანხის გაზრდაა. ახლა ის 10 მილიონ ფუნტს შეადგენს, მიზანი კი თანხის გაორმაგებაა.

"ბარსელონასთვის" ამით არაფერი იცვლება, რადგან კლუბს არც 10 მილიონი ფუნტის გადახდა შეუძლია და არც 20-ის. ერთადერთი, რითაც იტალიელს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ხელში ჩაიგდებენ, მის მიერ "ბრაიტონისგან" გათავისუფლების ფურცლის მოთხოვნაა.

Marca ასევე აღნიშნავს, რომ დე ძერბი გრანდში გადაბარგებაზე ფიქრობს.



Facebook კომენტარები