2 წლის და 1 თვის წინ
"ბარსელონა" არტეტას დაუკავშირდა
ავტორი
Aa
Relevo-ს ჟურნალისტ ალექს პინტანელის ინფორმაციით, "ბარსელონა" ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას დაუკავშირდა.
კატალონიელებმა კარგად იციან, რომ არტეტას "ბლაუგრანაში" წაყვანა უდიდეს სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა მასზე დაკვირვებას აგრძელებენ. 41 წლის სპეციალისტი დეკუსა და ჟოან ლაპორტას ძალიან მოსწონთ.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ზემდგომთა რწმენით, არტეტა "ბარსას" მთავარი მწვრთნელის პროფილს ზედმიწევნით მიესადაგება.
მიკელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს. არტეტა "ბარსას" აქამდეც დაუკავშირეს, მაგრამ მან ეს ცნობები პირველივე პრესკონფერენციაზე უარჰყო.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი "ლა მასიელი" ლონდონურ გუნდის დამრიგებლად 2019 წლიდან მუშაობს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი