8 თვის და 3 კვირის წინ
"პედრის ამას ვეუბნები" - ჩავი "მალიორკასთან" მატჩის წინ
"პედრის ამას ვეუბნები" - ჩავი "მალიორკასთან" მატჩის წინ

"ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩს ჩაატარებს, სადაც შინ "მალიორკას" დაუპირისპირდება. "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს აღნიშნული პრესკონფერენციიდან:

"მალიორკა" ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც კონტრშეტევებზე კარგად გამოიყურება. აგირე თავისი გუნდისგან მაქსიმუმს იღებს."

"პედრის ტრავმა არის ფაქტორი, რომელსაც ვერ გავაკონტროლებთ. პოზიტიურად ვარ განწყობილი. პედრის ყოველთვის ვეუბნები, რომ ეს მისთვის ბოლო ტრავმაა. საბედნიეროდ, დაზიანება ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორიც გვეგონა."

"ლუის ენრიკე? მომდევნო სეზონისთვის შესარჩევ მწვრთნელზე არ ვისაუბრებ. ახლა მიმდინარე სეზონზე ვფიქრობთ."

"ჩემთვის ჟოან ლაპორტა კლუბის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტია."

"ხვალ შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გვიწევს თამაში. უბრალოდ, ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე უნდა ვიფიქროთ."

"რა თქმა უნდა, ლა ლიგის მოგება შეგვიძლია. სანამ თეორიული შანსი იარსებებს, ბრძოლას გავაგრძელებთ. "ბილბაოსთან" ფრით კარგი შანსი გავუშვით ხელიდან, მაგრამ მცდელობას არ შევწყვეტთ."

"ბარსელონას" მწვრთნელობას იმ წნეხის მაქსიმუმი მოაქვს, რომლის შეგრძნებაც ადამიანს შეუძლია."

"სამწუხაროდ, პედრი-გავი-დე იონგის სამეულით ბევრი მატჩის ჩატარება ვერ შევძელით."

"მოედნის ცენტრში ბევრი ვარიანტი არ დაგვრჩა. ნომინალური ნახევარმცველები მხოლოდ გიუნდოგანი და ფერმინი არიან დარჩენილნი, დანარჩენზე კი პოზიციების შეცვლა მოგვიწევს, როგორც კრისტენსენის შემთხვევაში გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს კარგად მუშაობს."

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები