1 თვის და 3 კვირის წინ
"ბარსა" გრინვუდით ინტერესდება - კლუბის გეგმა ცნობილია
"ბარსა" გრინვუდით ინტერესდება - კლუბის გეგმა ცნობილია

"ბარსელონა" მეისონ გრინვუდით ინტერესდება, - იუწყება SPORT.

ინგლისელ შემტევს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ხეტაფეშია" განათხოვრებული, მანკუნიელებთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება. კლუბმა მისი სიტუაციის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფრები" რომელიმე თავდამსხმელის გასხვისებას გეგმავენ, რათა მეისონის დამატება შეძლონ. 22 წლის ფორვარდის გოლის ალღო, მრავალმხრივობა და სისწრაფე კლუბს ძალიან მოსწონს.

აღსანიშნავია, რომ "ემიუს" "ლა მასიას" აღზრდილები ძალიან აინტერესებს. არაა გამორიცხული, გრინვუდის ტრანსფერში "ბარსამ" რომელიმე ფეხბურთელი ჩართოს.

მეისონი "ბლაუგრანას" ადრეც დაუკავშირეს, თუმცა შემდეგ დაიწერა, რომ კლუბი ინგლისელს თითქმის გარდაუვალი რეპუტაციული ზიანის საშიშროების გამო არ შეიძენდა. SPORT-ის დღევანდელ ცნობებს მსგავსი გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში გრინვუდმა 8 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები