როგორც მოგეხსენებათ, შუა კვირაში "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი ელის "ნაპოლის" წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ორივე გუნდს შიდა ჩემპიონატის მატჩები პარასკევს ჩაუნიშნეს - კატალონიური გრანდი დღეს "მალიორკას" შეხვდება, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონები კი "ტორინოსთან" მოსინჯავენ ძალებს.
ცხადია, "ბარსა" პარასკევობით თამაშს მიჩვეული არ გახლავთ.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" 124-წლიან ისტორიაში დღეს სულ 30-ე შემთხვევა იქნება, როცა გუნდი პარასკევს ჩაატარებს თავის შეხვედრას. 21-ე საუკუნეში ეს სულ სამჯერ მომხდარა:
"ბარსელონა" 1:0 "ვილიარეალი" - 2006 წლის აპრილი
"სევილია" 0:0 "ბარსელონა" - 2020 წლის ივნისი
"ბარსელონა" 1:0 "სევილია" - 2023 წლის სექტემბერი
ამ 3 მატჩში კატალონიელებს გოლი არ გაუშვიათ, 2-ჯერ კი გამარჯვებულები დარჩნენ. იმედი ვიქონიოთ, რომ სტატისტიკა დღეს კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
ცნობისთვის, შეხვედრა თბილისის დროით ზუსტად შუაღამით დაიწყება.