1 წლის და 6 თვის წინ

"ბარსელონას" ახალი სამიზნე გამოუჩნდა

ავტორი
Aa
"ბარსელონა" მორტენ ჰიულმანდს აკვირდება, - იუწყება Sky Sports-ის ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.
ჰიულმანდი დაცვითი ტიპის ნახევარმცველია, რომელიც ახლა ლისაბონის "სპორტინგის" ღირსებას იცავს. Transfermarkt-ზე იგი 30 მილიონ ევროდაა შეფასებული.
წყაროს თანახმად, დანიელი ფეხბურთელით ლონდონის "ტოტენჰემიც" გახლდათ დაინტერესებული, მაგრამ "დეზების" რადარზე ის ამჟამად აღარ იმყოფება.
დი მარციო ხაზგასმით ამბობს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 24 წლის ფეხბურთელით ნამდვილად ინტერესდებიან, თუმცა კონკრეტული ჯერ სხვა არაფერი თქმულა.
"ბარსა" რომ ზაფხულში შუა ხაზის გაძლიერებას ეცდება, ეს უკვე დიდი ხანია ვიცით. შესაბამისად, მორტენი კლუბისთვის ერთ-ერთი ვარიანტი იქნება.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში ჰიულმანდის ანგარიშზე 2 გოლი და 4 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 დღის და 13 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
6 დღის და 7 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 4 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 4 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში