1 თვის და 4 კვირის წინ
ფლიკის და დე ძერბის შანსები იკლებს - შეიძლება ჩავიც დარჩეს
ფლიკის და დე ძერბის შანსები იკლებს - შეიძლება ჩავიც დარჩეს

"ბარსელონას" მომდევნო მთავარი მწვრთნელობის ძირითად კანდიდატებად ჰანსი ფლიკი და რობერტო დე ძერბი განიხილებოდნენ, მაგრამ ახლა SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი ირწმუნება, რომ ხსენებული სპეციალისტების "ბლაუგრანაში" ხილვის შანსები შემცირებულია.

მართალია, გამორიცხული არცერთის დანიშვნაა, მაგრამ კლუბში ისინი ვერც კონსესუსს წარმოშობენ.

"ლურჯ-ბროწეულისფერთ" მოსწონთ ფლიკის ადაპტაციის უნარი, მაგრამ მათ ურჩევნიათ, რომ გუნდი ისეთ ადამიანს ჩააბარონ, რომელსაც უფრო დიდი სამწვრთნელო გამოცდილება ექნება.

გარდა ამისა, კლუბში იმასაც ფიქრობენ, რომ "ბარსას" მესაჭე ესპანურ ენას ძალიან კარგად უნდა ფლობდეს.

რაც შეეხება დე ძერბი, მისი სათამაშო ფილოსოფია მიმზიდველია, თუმცა "ბრაიტონიდან" კონტრაქტის გამოსასყიდ თანხაზე ამას ვერ ვიტყვით. თანაც, "ბარსაში" ისიც აფიქრებთ, რამდენად სურს იტალიელ სპეციალისტს იმ გუნდში მოსვლა, რომლის პირობებთან შეგუება შეიძლება ძალიანაც გაუჭირდეს.

აღნიშნული ცნობები ხუანმარტიმ იმით დააგვირგვინა, რომ ჩავის თანამდებობაზე დარჩენა არ გამორიცხა. 

"შესაძლოა, მაგრამ არა სავარაუდო, რომ ჩავი "ბარსაში" დარჩეს. ეს სეზონის დარჩენილ ნაწილზე იქნება დამოკიდებული," - წერს ხუანმარტი.


Facebook კომენტარები