1 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია: ითამაშებს თუ არა რაფინია "ნაპოლისთან"
ცნობილია: ითამაშებს თუ არა რაფინია "ნაპოლისთან"

"ბარსელონასა" და "მალიორკას" შორის გამართული მატჩის 37-ე წუთზე მოედნის დატოვება ბრაზილიელ შემტევს, რაფინიას მოუხდა, რომელიც გუშინ ნახევარმცველად გახლდათ განმწესებული.

ცხადია, ეს ჩავის ტაქტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა. 26 წლის ფეხბურთელმა დისკომფორტი იგრძნო, თამაშში კი მის ნაცვლად ფერმინ ლოპესი ჩაერთო.

იმ ფონზე, რომ "ბარსას" ლაზარეთში ახლა 6 ფეხბურთელი იმყოფება, რაფინიას გამოკლება გუნდისთვის კიდევ ერთი მძიმე დარტყმა იქნებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, ვითარება არ გაუარესდება.

RAC1-ის ინფორმაციით, რაფინიას ტრავმა არ აქვს და იგი "ნაპოლისთან" თამაშს შეძლებს.

გუნდმა მატჩი რომ უტრავმოდ ჩაამთავრა, ეს პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმაც აღნიშნა.

მიმდინარე სეზონში რაფინიას 26 შეხვედრაში აქვს ნათამაშები. მის ანგარიშზე 5 გოლი და 8 ასისტია.


Facebook კომენტარები