2 წლის და 9 თვის წინ
"სულელი ხარ" - ჩავი "რეალის" ფეხბურთელს დაუპირისპირდა
ავტორი
Aa
გასულ ღამით გამართული "ელ კლასიკო" ემოციურად საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრის მიმდინარეობისას არაერთი მომენტი იყო, სადაც ფეხბურთელები ერთმანეთს შეეკამათნენ.
ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში, არა ფეხბურთელმა, არამედ "ბარსელონას" მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა, "რეალის" მარჯვენა მცველს დანი კარვახალს სულელი უწოდა.
ბალდესა და დანის შელაპარაკების შემდეგ ჩავიმ გადაწყვიტა ესპანელისთვის შემდეგი სიტყვები ეთქვა:
"სულელი ხარ, მართლა სულელი ხარ."
ამის გამო, "ბლაუგრანას" თავკაცმა ყვითელი ბარათი დაიმსახურა. სხვათა შორის, მატჩის შემდეგ ჩავი და კარვახალი ერთმანეთს გადაეხვივნენ, ამიტომ უნდა ჩავთვალოთ, რომ კონფლიქტი ამოიწურა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კატალონიელებმა ედერ მილიტაოს ავტოგოლის წყალობით იმარჯვეს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი