"პარი სენ ჟერმენი" "ბარსელონას" ლამინ იამალში 200 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა წინადადება კატალონიელებმა უარით გაისტუმრეს, - იუწყება Marca.
ლიგა ერთის ჩემპიონებს "ბლაუგრანას" 16 წლის ტალანტი კილიან მბაპეს შემცვლელად წარმოუდგენიათ..
"ბარსამ" პარიზელთა ინტერესისა და მათი შემოთავაზებული თანხის შესახებ უკვე იცოდა. ეს ინფორმაცია მათ ლამინის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა მიაწოდათ, რომელიც ამ კვირაში ჟოან ლაპორტას შეხვდა.
იამალის 200 მილიონად გაყიდვა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ყველა ფინანსური პრობლემის მომენტალური მოგვარების ტოლფასი იქნებოდა. ამ ოპერაციით კლუბი 1:1 წესსაც (ყველა დაზოგილ ევროზე ევროს დახარჯვის უფლება) დაუბრუნდებოდა.
მიუხედავად ამისა, "ბარსა" ლამინის გაყიდვაზე არც კი იფიქრებს. აი, რას წერს Marca:
"ლამინ იამალის გაყიდვა გულშემატკივრებისთვის რთული ასახსნელი იქნებოდა. ლამინი ენთუზიაზმის ყველაზე დიდი წყაროა. ფანები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი თაობის გაზრდა ტიტულებს მოიტანს.
არაუხო, გავი, პედრი, კუბარსი, ბალდე, ფერმინი და, რაც მთავარია, ლამინ იამალი იმ მომავლის გარანტიას წარმოადგენენ, რომელზეც ახალი "ბარსელონა" უნდა დაფუძნდეს. ლაპორტამ იცის, რომ "პსჟ-სგან" მიღებული 200 მილიონი ევრო კლუბს ეკონომიკურად გააცოცხლებდა, მაგრამ ისტორიული შეცდომაც იქნებოდა.
"ბარსელონას" იამალისთვის გამოსასყიდ თანხად მილიარდი ევროს დადება სურს, რათა თავიდან აირიდოს ის, რაც ნეიმარის შემთხვევაში დაემართა."
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში იამალის ანგარიშზე 6 გოლი და 7 ასისტია. გუშინ მან გუნდს "მალიორკასთან" გატანილი ულამაზესი გოლით მოაგეინა.