8 თვის და 2 კვირის წინ
პენალტის დარტყმა სხვას უნდოდა - რა მოხდა გუშინდელ მატჩში
პენალტის დარტყმა სხვას უნდოდა - რა მოხდა გუშინდელ მატჩში

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ლა ლიგის 28-ე ტურში "მალიორკას" ლამინ იამალის მიერ 73-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოუგო. 

კატალონიელებს გამარჯვების მოპოვება გაცილებით გაუადვილდებოდათ, პირველ ტაიმში მიღებული შანსი რომ გამოეყენებინათ, თუმცა ილქაი გიუნდოგანმა პენალტი გააფუჭა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, წუხელ თერთმეტმეტრიანის შესრულება სხვა ფეხბურთელს უნდოდა. ეს ჟოაუ ფელიქსი გახლდათ.

პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ბურთი ხელში აიღო და პენალტის ნიშნულთან მიიტანა, თუმცა მასთან ილქაი მივიდა, რამდენიმე სიტყვის გაცვლის მერე კი ჟოაუმ ბურთი თანაგუნდელს გადაულოცა.

ფელიქსს "ბარსელონაში" თერთმეტმეტრიანი ჯერ არ დაურტყამს, ილქაის კი "ლას პალმასის" წინააღმდეგ ჰქონდა ასე გოლი გატანილი. აქედან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ გერმანელმა პენალტის შესრულება ითავა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამან არ გაამართლა.


Facebook კომენტარები