პაუ კუბარსის გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევროა, - ირწმუნება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერან მარტინესი.
წყაროს თანახმად, ამ თანხის გადასახდელად მზად "მანჩესტერ სიტი", "არსენალი", "ჩელსი" და მიუნხენის "ბაიერნი" არიან, თუმცა ფეხბურთელს სურს, რომ "ბარსელონაში" კიდევ დიდი ხნით დარჩეს.
კატალონიურ გრანდში უკვე დაგეგმილი აქვთ, რომ მაშინვე, როცა პაუ 18 წლის შესრულდება, მას კონტრაქტს 2030 წლამდე გაუხანგრძლივებენ.
განახლებული ხელშეკრულების ფარგლებში, ესპანელი მცველის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ კუბარსი "ბარსას" ძირითად გუნდში ამა წლის იანვარში გამოჩნდა. მან უკვე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სასტარტო შემადგენლობის წევრად იქცა. დიდი ალბათობით, პაუ "ნაპოლისთან" საპასუხო შეხვედრასაც ძირითადი თერთმეტეულიდან დაიწყებს.