logo

ერთი გზა მოიჭრა - "ბარსას" ფეხბურთელი გაურკვევლობაშია

ერთი გზა მოიჭრა - "ბარსას" ფეხბურთელი გაურკვევლობაშია

ზაფხულში, "ბარსელონადან" წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, რომ  ივან რაკიტიჩი იქნება, ახალი ამბავი ნამდვილად არაა.ასევე, პრესა, ეს დღეებია, ხორვატი ფეხბურთელის ყოფილ კლუბში დაბრუნების ვარიანტზეც საუბრობს .

ცოტა ხნის წინ კი "სევილიას" დირექტორმა, რამონ როდრიგეს ვერდეხომ (მონჩი) , ამ ინფორმაციას ხაზი გადაუსვა და განაცხადა, რომ ანდალუსიური კლუბი ხორვატთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. მოკლედ, "უძღები შვილის დაბრუნება" გამოირიცხა.

როგორც მოგეხსენებათ, ივანი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 2014 წელს "სევილიადან" შეუერთდა, მაშინ მისი "ბარსაში" გადმოსვლა წარმატებულ ტრანსფერად შეირაცხა.

4 თვის წინ
551 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 486
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ