8 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია: რა ითქვა გასახდელში "მალიორკასთან" მატჩის შესვენებაზე
ცნობილია: რა ითქვა გასახდელში "მალიორკასთან" მატჩის შესვენებაზე

ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩი "ბარსელონას" განსაკუთრებით მძიმე გამოუვიდა. "მალიორკას" დამარცხება კატალონიელებმა ლამინ იამალის მიერ 73-ე წუთზე შექმნილი შედევრის წყალობით შეძლეს.

ლამინის გოლამდე კი იყო ყოვლად უსახური ტაიმი, რომელშიც "ბარსას" მიერ შექმნილი ერთადერთი საგოლე შანსი ილქაი გიუნდოგანის გაფუჭებული პენალტი გახლდათ. მეორე ნახევარში გუნდი გაცილებით უკეთ ათამაშდა. ცხადია, ამაში თავისი წვლილი შესვენებაზე ნათქვამმა სიტყვებმაც შეიტანა.

SPORT-ის ინფორმაციით, 15-წუთიანი შესვენებისას გასახდელში ყველაზე ხშირად ეს ფრაზა წარმოითქვა:

"თუ სამშაბათს "ნაპოლისთანაც" ასე ვითამაშებთ, ჩემპიონთა ლიგას დავემშვიდობებით."

როგორც ხედავთ, იტალიის მოქმედ ჩემპიონებთან გასამართ მატჩს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. არაა გამორიცხული, "ნაპოლის" ბარიერის დაუძლევლობამ ჩავის თანამდებობა ახლავე დააკარგვინოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "ნაპოლის" შეხვედრა 12 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.


Facebook კომენტარები