2 წლის წინ
ვინ შეცვლის დე იონგს "ნაპოლისთან" - მოულოდნელი არჩევანი
ავტორი
Aa
ფრენკი დე იონგს "ნაპოლისთან" გასამართ მატჩში სერხი რობერტო ჩაანაცვლებს, - იუწყება SPORT.
"პარტენოპეის" წინააღმდეგ დასაყენებელი ნახევარდაცვის სამეულიდან 2 წევრი უკვე გადაწყვეტილი ჩანს: ანდრეას კრისტენსენი და ილქაი გიუნდოგანი. რაც შეეხება მესამეს, SPORT-ს თუ დავუჯერებთ, იგი სწორედ კაპიტანი იქნება.
32 წლის უნივერსალი ტრავმიდან ახლახან დაბრუნდა. წყაროს თანახმად, უკანასკნელ სავარჯიშო სესიებზე იგი სწორედ დე იონგის როლს ასრულებდა.
ჩავის მეორე ვარიანტად ფერმინ ლოპესი ჰყავს, თუმცა, როგორც ჩანს, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში გამოცდილ რობერტოს ენდობა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "ნაპოლის" შეხვედრა 12 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
5 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
5 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი