1 წლის და 8 თვის წინ
ჩავი: "ვფიქრობ, "რეალი" ისევ ფავორიტია"
ჩავი: "ვფიქრობ, "რეალი" ისევ ფავორიტია"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოგებული "ელ კლასიკო" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა:

"ბურთის დაჭერას ვერ ვახერხებდით. ორთაბრძოლების მოგებაც გვიჭირდა, მაგრამ თავი კარგად დავიცავით. ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს დადებითია."

"შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არა მატჩით. ჩვენს მოწინააღმდეგეს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ბურთი დაგვიმალოს."

"0:1 გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს, მაგრამ ჩვენ მაინც მოგვიწევს ბრძოლა ძალიან კარგ "რეალთან". მადრიდელებს ისევ ფავორიტად მივიჩნევ."

"უბურთოდ შესანიშნავად ვმოქმედებდით. კარგად თამაში ბურთითაც გამოგვდის, თუმცა დღეს ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა."

"ჩვენი სტილისთვის არ გვიღალატია. ასე თამაში მეტოქემ გვაიძულა. ეცადო წაართვა ბურთი მოდრიჩსა და კროოს... ხანდახან თავი უნდა დაიცვა."

"ვფიქრობ, უკანა ხაზში განსაკუთრებულები ვიყავით და ეს უნდა დავაფასოთ. ეს თამაშის ნაწილია."

"ეს გამარჯვება თავდაჯერებას გვმატებს, მაგრამ კვირას გასამართი მატჩი სულ სხვა ისტორიის ნაწილია. ის სხვა ტურნირია, სადაც კარგ პოზიციაზე ვართ და კარგად თამაში უნდა გავაგრძელოთ."

"არაუხო ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. დღეს ყველა მცველი ბრწყინვალე იყო."

კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი 6 აპრილს გაიმართება. მას "კამპ ნოუ" უმასპინძლებს.


Facebook კომენტარები