

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი თავისი გუნდის ფეხბურთელებს 10 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსს შეჰპირდა, თუ ისინი 2025 წლის საკლუბო მუნდიალზე მოხვდებიან, - იუწყება Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი, ფაბიო მანდარინი.
როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფორმატს იცვლის და 4-წლიან ციკლზე გადადის. იქ მოსახვედრად "ნაპოლიმ" ან ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება უნდა მოიგოს, ან სხვა იტალიურ კლუბებზე გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა დააფიქსიროს.
ნებისმიერ შემთხვევაში, "პარტენოპეის" "ბარსელონას" ბარიერის გადალახვა აუცილებლად მოუწევს.
ასე და ამგვარად, ნეაპოლელ ფეხბურთელებს დე ლაურენტისმა მოტივაცია კიდევ უფრო გაუზარდა. აშკარაა, რომ "ბარსას" ხვალ ძალიან რთული მატჩი ელოდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლა ლიგისა და სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონები ჯახი თბილისის დროით ზუსტად შუაღამით დაიწყება. ამ გუნდების პირველი მატჩი "დიეგო არმანდო მარადონაზე" ფრედაა დასრულებული.