1 თვის და 3 კვირის წინ
უნდა თუ არა ინიესტას "ბარსას" გაწვრთნა - ანდრესის პასუხი
უნდა თუ არა ინიესტას "ბარსას" გაწვრთნა - ანდრესის პასუხი

"ბარსელონას" ესპანელმა ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ Corriere dello Sport-ს ინტერვიუ მისცა. ერთ-ერთი შეკითხვა ანდრესის სამწვრთნელო მომავალსაც შეეხებოდა.

"ვისურვებდი თუ არა "ბარსელონას" გაწვრთნას? პასუხი დადებითი იქნებოდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ძალიან შორეული პერსპექტივაა.

მე ახლაც ვთამაშობ და არც სამწვრთნელო ლიცენზია მაქვს. მას ავიღებ. ავიღებ სპორტული დირექტორის ლიცენზიასაც. აი, ამის მერე კი ვნახოთ," - განაცხადა ანდრესმა.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის ესპანელი მოქმედი ფეხბურთელის სტატუსს ინარჩუნებს. ამჟამად იგი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში თამაშობს, რომლის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩშიც 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.

ჩავიმ "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობა უკვე გამოსცადა, ამიტომ ვინ იცის, მომავალში იქნებ მისი ლეგენდარული პარტნიორის ჯერიც დადგეს, თუმცა, როგორც თავად ანდრესმა აღნიშნა, იქამდე ჯერ კიდევ შორია.


Facebook კომენტარები