1 თვის და 3 კვირის წინ
"ბარსელონას" 3 სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის
"ბარსელონას" 3 სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის

სეზონის დასრულებამდე ჯერ ძალიან შორია, თუმცა "ბარსელონაში" უკვე დაიწყეს ფიქრი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. SPORT-ის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" კონკრეტული სამიზნეებიც შეარჩიეს.

მართალია, კლუბის სპორტულმა დირექტორმა დეკუმ შესანიშნავად იცის, რომ ფეხბურთელების დამატება "ბლაუგრანასთვის" რთული ამოცანა იქნება, მაგრამ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" შემადგენლობის გაძლიერებას მაინც ეცდებიან.

როგორც ირკვევა, ზაფხულში "ბლაუგრანა" ჟოაუ კანსელუს "მანჩესტერ სიტიდან" აუცილებლად გამოისყიდის.

გარდა ამისა, "ბარსელონა" უმაღლესი დონის დაცვითი ნახევარმცველისა და კარგი დრიბლინგის მქონე მარცხენა გარემარბსაც დაუმიზნებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელებს უკვე დაუკავშირეს "ნაპოლის" 23 წლის ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელია. მისი საქმეში ხილვის შანსი "ლურჯ-ბროწეულისფერთ" დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ექნებათ.



Facebook კომენტარები