8 თვის და 3 კვირის წინ
ოღონდ ისინი არა - ვისთან შეხვედრა არ სურს "ბარსას" მეოთხედფინალში
ოღონდ ისინი არა - ვისთან შეხვედრა არ სურს "ბარსას" მეოთხედფინალში

Diario SPORT-ის ჟურნალისტმა, ტონი ხუანმარტიმ იმ განცდებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა, რომელიც "ბარსელონაში" ახლა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ სუფევს.

აი, რას გვაუწყებს ხუანმარტი:

"ბარსელონას" შემადგენლობისთვის მისია არ შესრულებულა. მათ აქვთ მიზანი და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ნახევარფინალში გააღწიონ. "ბარსას" რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა და ტექნიკური სტაფის წევრმა ეს დანარჩენ გუნდს ხაზგასმით შეახსენა, რათა ეიფორია შემცირებულიყო.

მოთამაშეები გრძნობენ, რომ ბოლო პერიოდში უფრო და უფრო უკეთ თამაშობენ. გაიზარდა დატვირთვა სავარჯიშო სესიებზეც.

კატალონიურ გრანდში არსებული რწმენით, მათ მეოთხედფინალში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ, გარდა "მანჩესტერ სიტისა". ინგლისური კლუბი დაუმარცხებლად განიხილება.

"ბარსელონაში" არიან ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ "სიტის" ან "ბაიერნს" შეხვდნენ, ვიდრე მილანის "ინტერს" (თუ ისინი მეოთხედფინალში გავლენ). "ინტერთან" დაპირისპირებას ისინი ძალიან რთულად ხედავენ, რაც რამდენიმე ასპექტითაა განპირობებული."

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში საკუთარ მეტოქეს "ბლაუგრანა" 15 მარტს გასამართი წილისყრის შედეგად შეიტყობს.


Facebook კომენტარები